“ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი “დინამოდან” შეიძინა – გამოსასყიდი თანხა 20 მილიონია

0
46

“ვალენსიამ” მეკარე გიორგი მამარდაშვილის კონტრაქტი თბილისის “დინამოდან” გამოისყიდა. ამის შესახებ ესპანეთის ლა ლიგის კლუბის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს 21 წლის მეკარემ “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ესპანური მედიის ინფორმაციით, მისი გამოსასყიდი თანხა 220 მილიონი ევროა. ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის თანახმად 2024 წლის ზაფხულის შემდეგ, მხარეებმა შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა თანამშრომლობა ავტომატურად კიდევ ერთი წელი გაახანგრძლივონ. მამარდაშვილის სანაცვლოდ “დინამო” 850000 ევროს მიიღებს. თუ მომავალში “ღამურები” გოლკიპერს გაყიდიან თბილისელები სატრანსფერო თანხიდან 10%-ს მიიღებენ.
“ვალენსიამ” ქართველი მეკარე ერთწლიანი იჯარით შარშან ზაფხულში აიყვანა და თავდაპირველად კლუბის სამწვრთნელო შტაბი მის მერე გუნდში გაშვებას გეგმავდა. თუმცა, ახალგაზრდა გოლკიპერმა “ღამურების” თავკაც ხოსე ბორდალასს თავი მოაწონა და ის პირველ გუნდში დატოვეს. მეტოც, მამარდაშვილმა ამ სეზონში ლა ლიგაში საწყისი 6 მატჩი სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა და 7 გოლი გაუშვა.