„მანჩესტერ სიტის“ მცველ ჟოაუ კანსელუს თავს ოთხი მძარცველი დაესხა, რომელთაც ძვირფასეულობა წაართვეს და ცემეს. იმ მომენტში 27 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი თავის ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია ფეხბურთელმა თავის ინსტაგრამის გვერდზე გაავრცელა:
„სამწუხაროდ, დღეს თავს ოთხი მშიშარა დამესხა, რომელთაც დამჭრეს და ეცადნენ ჩემი ოჯახისთვის ტკივილი მიეყენებინათ. აი რა ხდება, როდესაც წინააღმდეგობას უწევ. მათ შემი ძვირფასეულობა წაიღეს და სახე ასეთ დღეში ჩამიგდეს. არ ვიცი ასეთო გარეწარი როგორ უნდა იყო. ჩემთვის უმთავრესი ოჯახია. საბედნიეროდ, ყველა მწყობრშია. ჩემს ცხოვრებაში არსებული ამდენი წინააღმდეგობის შემდეგ ეს კიდევ ერთი რომელსაც გადავლახავ. როგორც ყოველთვის ძლიერი ვარ“.
