ფერან ტორესი „ბარსელონასთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, იუწყება თავის ტვიტერის გვერდზე იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო. 21 წლის ესპანელი ნახევარმცველი ბარსელონაში ხვალ ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, ხელშეკრულება დადებს. „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ ტორესის ტრანსფერთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ამზადებენ.
ესპანეთის ეროვნული ნაკრების შუახაზელმა მიმდინარე სეზონში „სიტის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე პასი გააკეთა.





