ლობჟანიძის გუნდი ისევ უქულოდ დარჩა

0
51

„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. ჰათაელები მე-17 ტურში სტუმრად „ტრაბზონსოფრს“ შეხვდნენ და ორი უპასუხო გოლი გაუშვეს. მასპინძლებმა პირველი ბურთი 24-ე წუთზე გაიტანეს, ხოლო 14 წუთში მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი „ჰათაისფორის“ სასტარტო შემადგენლობაში და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, რაც ძალიან იშვიათად ხდება. მან მიმდინარე სეზონში თურქეთის სუპერლიგაში 16 მატჩი (13-ჯერ სასტარტოში) ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. „ჰათაისფორს“ 29 ქულა აქვს და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ ლობჟანიძე მატჩამდე 27 წლის გახდა და დაბადების დღე მთელმა გუნდმა მიულოცა – მთავარი მწვრთნელით დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული.