14 დეკემბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში “ბარსელონა” და “ბოკა ხუნიორსი” ერთმანეთს “მარადონას თასზე” შეხვდებიან. მატჩი ჩვენი დროით 21 საათზე დაიწყება.
კატალონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა მომავალი მატჩის წინ განაცხადში ვეტერანი ბრაზილიელი დანი ალვეში შეიყვანა, რომელსაც ოფიციალურ შეხვედრებში ჯერჯერობით მონაწილეობის უფლება არ აქვს.
“ბარსელონას” სრული განაცხადი კი შემდეგნაირად გამოიყურება: ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, პუჩი, დემბელე, ალვეში, დემირი, ნეტუ, კოუტინიო, ლანგლე, ლუკ დე იონგი, ფრენკი დე იონგი, მინგესა, უმტიტი, გარსია, პენია, ნიკო, ჟუტგლა, გავი, ბალდე, აკომაჩი, სანსი, კომასი, მარმოლი, მატეუსი, ხაიმე.





