მბაპეს მე-100 გოლი ლიგა 1-ში

0
60

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-18 ტურის დასკვნით შეხვედრაში პსჟ-მ “მონაკოს” უმასპინძლა და თავის ანგარიშზე მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. შეხვედრის გმირი კილიან მბაპე აღმოჩნდა, რომელმაც მე-12 წუთზე ანგარიში პენალტიდან გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე ლიონელ მესის გადაცემის შემდეგ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო.
22 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა პსჟ-ს მაისურით ლა ლიგაში 100 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით პარიზული კლუბის ისტორიაში ედინსონ კავანის (138) გარდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს (100) ჩამორჩება.
მესის რაც შეეხება, არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიგა 1-ის 10 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან კარის ჩარჩოში ბურთი 39-ჯერ მოახვედრა.
პსჟ 45 ქულით საფრანგეთის 20-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს და უახლოეს მდევარ “მარსელს” 13 ქულით ასწრებს.