ბეგლარიშვილი ესტონეთის ჩემპიონი მეხუთედ გახდა

0
63

ზაქარია ბეგლარიშვილმა ესტონეთის ჩემპიონატი ამჯერად ტალინის „ლევადიას’ შემადგენლობაში მოიგო. ბოლო ტურში „ლევადია“ თანაქალაქელ „ფლორას“ (2:2) დაუზავდა, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
31 წლის ქართველმა ნახევარმცველმა „ლევადიაში“ პირველი სეზონის ჩაატარა და 32 მატჩში 24 გოლის გატანის გარდა, 18 საგოლე პასი გააკეთა. მან თავის სადებიუტო სეზონში „ლევადიასთან“ ერთად ოქროს მედლები და ესტონეთის თასი მოიპოვაა. მანამდე, ბეგლარიშვილმა „ფლორას“ მაისურით ესტონეთის მეისტრილიგაში 4-ჯერ გაიმარჯვა, ხოლო თასს 3-ჯერ დაეუფლა. განვლილი სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში ბეგლარიშვილი „ფლორას“ ფორვარდ ჰენრი ანიერს 2 ბურთით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ „ლევადიამ“ ჩემპიონის ტიტული 7-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა და ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის წარმატებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.