თავდამსხმელი ერიკ ლამელა „სევილიას“ ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა, იუწყება ესპანური გამოცემა AS. მან ვარჯიშზე მხრის სერიოზული ტრავმა მიიღო და მინიმუმ 4 თვე ვერ ითამაშებს. თავდაპირველად სევილიელტა სამედიცინი შტაბს სურდა, რომ ფეხბურთელს ოპერაცია არ გაეკეთბინა და ისე ემკურნალა. თუმცა, არგენტინელს ქირურგიული ჩარევა მაინც დასჭირდა და სავარაუდოდ, ის ვარჯიშს დაახლოებით მარტის შუა რიცხვებში განაახლებს. ლამელა, რომელიც 2013-2012 წლებში „ტოტენჰემში“ თამაშობდა, ესპანურ კლუბს სეზონის წინ შეუერთდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა.





