ანსუ ფატი წელს არ ითამაშებს

0
67

„ბარსელონას“ თავდამსხმელის ანსუ ფატი მიმდინარე წელს მოედანზე აღარ გავა. ესპანური მედიის ინფორმციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მუხლის მყესის მკურნალობას განაგრძობს. კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბს 19 წლის ფორვარდის ჯანმრთელობით გარისკვა არ სურს და ამიტომ, ის 2022 წლამდე არ ითამაშებს. ფატიმ მიმდინარე სეზონში „ბარსას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.