
„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიაენი დათხოვნიდან ხუთ თვეში კატალონიური კლუბისგან კომპენსაციას მიღებს. Cadena Ser-ის ინფორმაციით 63 წლის სპეციალისტს ხელშეკრულების ნაადრევად გაწყვეტისთვის ოთხ მილიონ ევროს გადაუხდიან. სექტემბერში ესპანური მედია იუწყებოდა, რომ სეტიენმა „ბარსას“ სასამართლოში უჩივლა და 14 მილიონ ევროს ითხოვდა. კატალონიელებმა სეტიენი მთავარ მწვრთნელად 2020 წლის 13 იანვარს დანიშნეს და 17 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ (2:8) განადგურების შემდეგ გაუშვეს.




