ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ქართველმა თავდამსხმელმა „ნიუკალს ჯეთსის“ რიგებში თავისი მეორე შეხვედრა სტუმრად „ვესტერნ სიდნეი უონდორერსთან“ ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა.
მან შეუცვლელად ითამაშა და მე-19 წუთზე ანგარიში გახსნა – პენალტი ზუსტად შეასრულა.
მიქელთაძემ გატანილი გოლი ციტა ხნის წინ გარდაცვლილ მამას მიუძღვნა – მან სათამაშო მაისური აიწია და მეორე მაისური გამოაჩინა, რომელზეც ქართულად „მამა“ ეწერა.
24 წლის მიქელთაძე ავსტრალიურ კლუბს ზაფხულში შეუერთდა. მან გასული სეზონის საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის წარმომადგენელ „ქსანთში“ გაატარა.





