კიტეიშვილის „შტურმი“ ევროპა ლიგას დაემშვიდობა

0
40

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ევროპა ლიგის ჯგუფში ჩარჩა.

მე-5 ტურში გრაცელები სტუმრად ნიდერლანდების პსვ-ს შეხვდნენ და 0:2 წააგეს.

ავსტრიელთა განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი არ იყო, რომელიც ტრავმის გამო დიდი ხანია უქმობს და სავარაუდოდ მოედანზე მომავალ წელს დაბრუნდება.

„შტურმს“ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა. B ჯგუფში ლიდერი 11 ქულით მონაკოა, რომელმაც მე-5 ტურში შინ „რეალ სოსიედადი“ (2:1) დაამარცხა. პსვ 8 ქულით მეორეა, ხოლო „რეალ სოსიედადი“ 6 ქულით – მესამე.