ჰარი კეინმა საუკუნეზე მეტი ხნის რეკორდი გააუმჯობესა

0
32

ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში ჯგუფური ეტაპი სტუმრად სან-მარინოს 10:0 გამარჯვებით დაასრულა.

განვლილ შეხვედრაში 4 ბურთი ჰარი კეინმა გაიტანა, რომელმაც 2021 წელს ინგლისელების მაისურით 16 გოლი მიითვალა.

მან ჯორდან ჰილდსონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1908 წელს მეტოქეთა კარი 12-ჯერ  აიღო. დიქსი დინმა 1927 წელს იმავე შედეგი გაიმეორა.

კეინმა ეროვნულ გუნდში თამაშის პერიოდში 48 გოლი გაიტანა და ჯიმი გრივზს (44 გოლი) გაასწრო. ამასთანავე, ის გარი ლინეკერს გაუტოლდა და მასთან ერთად ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირებში მე-3 ადგილს იყოფს.

ლიდერი 53 გოლით უეინ რუნია, ხოლო მეორე ადგილზე ბობი ჩარლტონია 49 ბურთით.

ინგლისის ნაკრებმა 1964 წლის შემდეგ პირველად ანგარიშით 10:0 გაიმარჯვა. მაშინ, ბრიტანელებმა 10 უპასუხო ბურთი აშშ-ს გაუტანეს.