რუმინელი თინეჯერის რეკორდი – ჩრდილოეთ მაკედონია პლეი-ოფშია

0
22

რუმინეთის ნაკრების ნახევარმცველი ენეს სალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპულ ნაკრებში ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის J ჯგუფის ბოლო შეხვედრაში რუმინელებმა სტუმრად ლიხტენშტაინი 2:0 დაამარცხეს.

სალი თამაშში 82-ე წუთზე ჩაერთო და იმ მომენტისთვის 15 წლისა და 264 დღის იყო.

მანამდე, რეკორდი ნორვეგიელ მარტინ ედეგორს ეკუთვნოდა, რომელმაც ოფიციალურ შეხვედრაში თავისი ქვეყნის ღირსებას 15 წლისა და 300 დღის ასაკში დაიცვა.

სხვათა შორის, ედეგორმა 15 წლისა და 254 დღის ასაკში ნორვეგიის ეროვნული გუნდის მაისური პირველად არაბეთის გაერთიანებული საამიროების ნაკრებთან ამხანაგურ თამაშში დაიცვა.

რუმინეთმა 17 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. პირველ პოზიციაზე 27 ქულით გერმანია გავიდა, ხოლო მეორეზე 18 ქულით ჩრდილოეთ მაკედონია, რომელლიც არსებობის ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა,