ლევან მაისაშვილი: “შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო, კმაყოფილი არ ვარ”

0
28

საქართველოს მორაგბეთა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი შემოდგომის ერთა სერიების პირველ მატჩში ბორდოში საფრანგეთთან 15:41 წაგებულ შეხვედრაში, თავისი შეგირდების თამაშით ეპიზოდებში კმაყოფილი დარჩა, მაგრამ დაფიქსირებული ქულათა სხვაობით უკმაყოფილია.

ლევან მაისაშვილი:”რეალობა ისაა, რომ შეიძლებოდა სხვაობა ბევრად ნაკლები ყოფილიყო და კმაყოფილი არ ვარ. თამაში ჩვენთვის ცუდი სცენარით დაიწყო. ერთ ტაიმში ორი ყვითელი ბარათი, მით უმეტეს ასეთი დონის მეტოქესთან, გუნდს ანგრევს. მსაჯების კრიტიკა არ მჩვევია, თუმცა ორივე ყვითელი ჩემი აზრით საკამათო სიტუაციაში მოგვცა. ამან აგვრია, მაგრამ მეორე ტაიმში შევძელით დაბრუნება და ვთვლი რომ ორი ძალიან კარგი ლელო დავდეთ.

მთელი რიგი ეპიზოდებით, როგორც დაცვაში ასევე შეტევაში, კმაყოფილი ვარ. იყო მომენტები, როდესაც გეგმას მივყვებოდით, მაგრამ რეალობა ისაა, რომ დღესდღეისობით საფრანგეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლოგიკურია, რომ თამაში მათი გამარჯვებით დასრულდა“.

15 ნოემბერს “ბორჯღალოსნებს” აღდგენის დღე აქვთ და მოთამაშეებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ. ისინი საფრანგეთში 18 ნოემბრამდე დარჩებიან, მერე კი ესპანეთში გაფრინდებიან.