დანი ალვეში „ბარსელონაში“ დაბრუნდა

0
25

ბრაზილიელი მცველი დანი ალვეში საფეხბურთო კლუბ „ბარსელონაში“ დაბრუნდა.

კატალონიური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

38 წლის მცველი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს მომავალი კვირიდან შეუდგება, მაგრამ იანვრამდე ვერ ითამაშესბ.

ბოლო ალვეში ბრაზილიის „სან-პაულუში“ თამაშობდა, რომელიც კლუბის მიერ მის მიმართ არსებული დავალიანების გამო დატოვა.

ის „ბარსას“ ღიღსებას 2008-2016 წლებში იცავდა და 23 ტიტული მოიგო.