უცხოური ფეხბურთი Zoom პეპ გვარდიოლა: “იუნაიტედს” რონალდუს სახით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავს”
ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურში მანჩესტერული დერბი გაიმართება, რომელშიც „იუნაიტედი“ „სიტის“ უმასპინძლებს.
„მანჩესტერ სიტის“ კატალონელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის ლიდერების მატჩის წინ კომენტარი გააკეთა: „მათ ფეხბურთის ისტორიაში პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს სახით ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ჰყავთ – გოლების მანქანა. გულშემატკივრები გაბრაზდნენ, როცა ვთქვი, რომ „ბრიუგესთან“ მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“. ახლა კი ვიტყვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა სწორედ „იუნაიტედთან“ გველოდება”.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „სიტი“ მესამე ადგილზეა, „იუნაიტედი“ კი მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.