„ფეჰერვარმა“, რომლის შემადგენლობაში ბუდუ ზივზივაძე გამოდის, უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში „პაკში“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.
მასპინძლებმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 68-ე წუთზე გაიტანეს. 83-ე წუთზე „ფეჰერვარი“ ისევ დაწინაურდა და საბოლოოდ 3 ქულა აიღო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-80 წუთზე ჩაერთო და 8 წუთში ყვითელი ბარათი მიიღო.
„ფეჰერვარი“ 17 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზეა.
„ალმერიამ“, რომლიც ლა ლიგაში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია მორიგი შეხვედრა მოიგო.
ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურში ალმერიელებმა შინ „ლეგანესს“ 1:0 აჯობეს, ხოლო საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი მაკარიძე ისევ არ ათამაშეს.
„ალმერია“ 22-გუნდიან სატურნირპ ცხრილს 28 ქულით ლიდერობს.





