საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე და ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ექსტრკლასას მე-13 ტურში სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩნენ.
კაკაბაძის „კრაკოვია“ შინ „რადომიაკთან“ 1:2 დამარცხდა და ქართველ ფეხბურთელს თადარიგში ყოფნა აკმარეს. კრაკოველები 17 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან.
გათამაშების ლიდერი პოზნანის „ლეხი“ გასვლაზე „სტალს“ უგოლო ფრეზე გაეყარა – კვეკვესკირი განაცხადში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა. მისი გუნდი 28 ქულით სატურნირო ცხრილში პირველია.





