მარკ ვან ბომელი „ვოლფსბურგის“ მთავარი მწვრთნელის თანანდებობიდან დაითხოვეს.
44 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო გაუშვეს.
9 ტურის შემდეგ „ვოლფსბურგს“ 13 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
გარდა ამისა, ვოლფსბურგელები გერმანიის თასიდან პირველ ტურში გავარდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს.
გუნდს 11 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია – 3 ფრე და 5 მარცხი.
„მე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომე ერთად გამარჯვების გზაზე დავბრუნდებოდით“ – განაცხადა ვან ბომელმა, რომელიც გუნდს 2021 წლიდან ავარჯიშებდა და მას კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებდა.





