ირაკლი ბერიაშვილმა რუსეთის რანგით მეორე ლიგაში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
მე-18 ტურში ვოლგოგრადის „როტორი“ სტუმრად მოსკოვის „სპარტაკი 2“-ს დაუპირისპირდა და ქულა აიღო – 1:1.
23 წლის ქართველმა მცველმა ანგარიში 53-ე წუთზე გახსნა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლაში ყველას აჯობა და თავით გაიტანა.
ის „როტორს“ მიმდინარე წლის ზაფხულში შეუერთდა და 17 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. ბერიაშვილმა ერთადერთი შეხვედრა დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა.
„როტორი“ 22 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.





