გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის ჩემპიონატში თავი მეხუთედ გამოიჩინა.
„სერენი“, რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფორვარდი იცავს, მე-11 ტურში სტუმრად „უნიონს“ შეხვდა და 2:4 დამარცხდა.
„სერენიდან’“ 31-ე წუთზე ანგარიში ჯალოუმ გახსნა, ხოლო მიქაუტაძემ მასპინძლების კარი 35-ე წუთზე აიღო, როდესაც მარჯვენა ფლანგზე მეტოქის მცველს შეცდომა დააშვებინა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა.
20 წლის ფორვარდი ბელგიის უმაღლეს დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს და 5 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ამდენჯერვე აიღო.
ტაიმის მიწურულს ლაზარე არმანიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მასპინძლები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ.
„უნიონიდან“ 55-ე წუთზე თავი გამოიჩინა, 66-ე წუთზე კი, ანგარიშში თანაფარდობა ვანზეირმა აღადგინა.
“სერენი” 12 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.
ყაზანის „რუბინმა“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, შინ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ 2:2 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
“რუბინს” 15 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზეა.




