ზიდანმა „ნიუკასლი“ უარით გაისტუმრა

0
56

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ინგლისის „ნიუკასლის“ შეთავაზება უარყო, იუწყება RMC Sport.

ცოტა ხნის წინ, „ნიუკასლის“ აქციების 80 პროცენტი საუდის არაბეთის მთავრობის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდმა (PIF – Public Investment Fund) მაიკ ეშლისგან 300 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. ეს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ფონდია, რომელიც ფორმალურადაა კერძო, რადგან მისი პრეზიდენტი საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანია.

„ნიუკასლის“ ახალი მესვეურები ზიდანს დაუკავშირდნენ, მაგრამ უარი მიიღეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, მას საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნა სურს.