დანიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ევროპიდან მეორემ მოიპოვა

0
32

დანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გერმანიის შემდეგ მეორეა, რომელმაც ევროპიდან მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

F ჯგუფის მე-8 ტურში დანიელებმა შინ იოაკიმ მელეს მიერ 53-ე წუთზე გატანილი გოლით ავსტრია 1:0 დაამარცხეს.

კასპერ იულმანის შეგირდებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში 8-დან 8 შეხვედრა მოიგეს, 27 გოლი გაიტანეს და არცერთი გაუშვეს, რის შედეგად 24 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდეს.

შეგახსენებთ, რომ ევრო-2020-ზე დანიელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც ინგლისთან დამარცხდნენ.