ქვილითაიას სადებიუტო გოლი აპოელში

0
29

გიორგი ქვილითაიამ აპოელის მაისურით მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში აპოელი სტუმრად თემურ ქეცბაიას გაწვრთნილს „ანორთოსისთან“ 1:2 დამარცხდა და კაპიტნის სამკლავურით მოასპარეზე ქვილითაიამ 30-ე წუთზე გიორგი ლორიას კარი აიღო.

ამ ეპიზოდში ბრაზილიელი ლეო ნატელის დარტყმის შემდეგ, ლორიამ ბურთი ცუდად მოიგერია და ქვილითაიამ ვარდნაში დაამატა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გოლი არ აღნიშნა, რადგან გასულ სეზონში „ანორთოსისში“ გამოდიოდა.

მასპინძლებმა არტიმატასის დუბლით გაიმარჯვეს, რომელმაც თავი 38-ე და 70-ე წუთებზე გამოიჩინა.

ქვილითაია შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბუბა დაუშვილი აპოელის რიგებში 55-ე წუთზე გამოჩნდა. თორნიკე ოქრიაშვილი სტუმართა განაცხადში არ იყო.

„ანორთოსისის“ განაცხადში ნახევარმცველი ნიკა ნინუა და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა მოხვდნენ, მაგრამ თავის გამოჩენის შანსი არ ჰქონიათ.

„ანორთოსისი“ 6 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა, ხოლო აპოელი 3 ქულით მეთერთმეტეა.