ბათუმის „დინამომ“ თბილისელებს 7 ქულით გაასწრო

0
35

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ბათუმში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და წაუგებელი მატჩების სერია ცამეტამდე გაახანგრძლივა.

ბათუმელებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან სანდრო ალთუნაშვილმა სტუმართა საჯარიმოში გიორგი ფანცულაია მოძებნა, რომელმაც ვარდნაში ეფექტური დარტყმით გაიტანა – 1:0.

44-ე წუთზე, დმიტრი რეკიშმა მარცხენა ფრთიდან „ჯარიმის“ შესრულების დროს ბურთი მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას შეტევაში ჩართულმა მცველმა ბაქარ მირცხულავამ აჯობა და თავურით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

62-ე წუთზე, გიული მანჯგალაძემ დაახლოებით 23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა საუცხოოდ დააწინაურა და ბათუმელები დააწინაურა – 2:1.

ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე საჯარიმოში ალთუნაშვილის გადაცემის მერე გიორგი ზარიამ საბოლოო წერტილი დასვა – 3:1.

ბათუმელებს ჩემპიონატს 60 ქულით ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ „დინამოს“ 7 ქულით ასწრებენ.