გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.
მე-10 ტურში “სერენმა” თავის მოედანზე “ზულტე ვარეგემი” გაანადგურა და მიქაუტაძემ მე-8 წუთზე პენალტიდან ანგარიში გახსნა.
71-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 3:1 იგებდნენ, ქართველმა დუბლი მიითვალა, ხოლო 10 წუთში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
74-ე წუთზე, მიქაუატაძის წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო “ზულტე ვარეგემს” კამერუნელი ნახევარმცველი ბოია გაუძევეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი 86-ე წუთზე შეცვალეს.
20 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში “სერენში” 5 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. ის თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
“სერენს” 12 ქულა აქვს და 18-გუნდიან ბელგიის ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა.





