საბა ლობჟანიძემ თურქეთის სუპერლიგაში მეოთხე საგოლე პასი შეასრულა.
მე-8 ტურში „ჰათაისფორმა“ სტუმრად „მალათიასფორს“ 2:0 აჯობა და 35-ე წუთზე ელ კააბიმ ანგარიში სწორედ საქართველოს ნაკრების გარემარბის გადაცემის მერე გახსნა.
სასტარტო შემადგენლობაში მყოფი ლობჟანიძე 67-ე წუთზე შეცვალეს. სტუმრებიდან მეორე გოლი 70-ე წუთზე კამარამ მიითვალა.
ლობჟანიძემ ამ სეზონში თურქეთის ჩემპიოონატში 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
„ჰათაისფორი“ 16 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა.





