ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის უმაღლეს დივიზიონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
გათამაშების ლიდერმა “ულსანმა”, სადაც ქართველი შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად “სუვონი” 3:0 დაამარცხა.
ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-8 წუთზე ანგარიში გახსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმო დანიშნული თავისუფალი დარტყმა ზუსტად შეასრულა.
28 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კორეაში სადებიუტო სეზონს ატარებს, 28 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.
“ულსანმა” მეორე გოლი 51-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მესამე – 83-ეზე.
“ულსანი” 64-ე ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 9 ოქტომბერს ბათუმში საბერძნეთთან, ხოლო 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოსთან გასამართი მატჩებისთვის ყაზაიშვილი შეკრებაზე არ გამოიძახა.
ყაზახეთის პრემიერ ლიგის 23-ე ტურში კოსტანაის “ტობოლმა” შინ “ორდაბასი” 3:1 დაამარცხა.
ელგუჯა ლობჯანიძე მასპინძლების თადარიგში იყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.




