ლუკა გაგნიძემ ეკატერინბურგის „ურალის“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა.
რუსეთის თასის მე-2 ტურში „ურალი“ სტუმრად რანგით მე-3 ლიგის ვლადიმირის „ტორპედოს“ შეხვდა და 2:0 გაიმარჯვა.
18 წლის ქართველმა ვლადიმირელების წინააღმდეგ შეუცლელად ითამაშა.
გაგნიძე ზაფხულში მოსკოვის „დინამოში“ ჩაირიცხა და „ურალში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაანათხოვრეს.





