ინჯგიას პირველი გოლი „აპოლონში“

0
49

რევაზ ინჯგიამ „აპოლონის“ შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

კვიპროსის თასის 1/16-ფინალში „აპოლონმა“ შინ „ოლიმპიადა“ 3:1 დაამარცხა.

მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში გიორგი პაპუნაშვილი და ინჯგია მოხვდნენ.

პირველმა მათგანმა შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მეორე 73-ე წუთზე შეცვალეს, მაგრამ მანამდე 61-ე წუთზე მეტოქის კარი აიღო.

მის მიერ გატანილი გოლი განვლილ შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.

ინჯგია „აპოლონს“ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეურთდა და კვიპროსის ჩემპიონატში ერთხელ ითამაშა.