ოდესის „ჩერნომორეცმა“, რომელშიც ბექა ვაჩიბერაძე და გიორგი წიტაიშვილი გამოდიან, უკრაინის თასის 1/8-ფინალში გავიდა.
ოდესელებმა 1/16-ფინალში სტუმრად ქვედალიგელი „პრიკარპატიე“ 4:1 დაამარცხეს და ვაჩიბერაძემ გუნდს შეუცვლელად უკაპიტნა. წიტაიშვილი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო.
განვლილ მატჩში 2 ავტოგოლი გავიდა – ერთი მასპინძლების ფეხბურთელმა მიითვალა, ხოლო მეორე ვაჩიბერაძემ, რომელმაც „ჩერნომორეცის“ კარი 64-ე წუთზე აიღო.
ამის მიუხედავად, ვაჩიბერაძე განვლილი თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.





