„მანჩესტერ იუნატედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, ავტორიტეტული გამოცემა Forbes-ის ვერსიით, 2021-2022 წლების სეზონში მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გადასახადების დაქვითვამდე 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს -70 მილიონი დოლარი ხელფასი, ხოლო 35 მილიონი რეკლამიდან შემოსავალი.
Forbes-ის სიაში მეორე პსჟ-ს არგენტინელი თავდამსხმელი ლიონელმა მესია, რომელიც 110 მილიონ დოლარს მიიღებს – 75 მილიონი ხელფასი, 35 მილიონი კი რეკლამა.
მესამე ადგილზე პსჟ-ს კიდევ ერთი მოთამაშე ბრაზილიელი ნეიმარია – 95 მილიონი დოლარით (75+20), ხოლო მეოთხეზე კილიან მბაპე 43 მილიონი დოლარით (28+15).
Forbes-ის მიერ შედგენილი მიმდინარე სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:
- კრიშტიანუ რონალდუ („მანჩესტერ იუნაიტედი:“) – 125 მილიონი დოლარი
- ლიონელ მესი (პსჟ) – 110 მილიონი
- ნეიმარი (პსჟ) – 95 მილიონი
- კილიან მბაპე (პსჟ) – 43 მილიონი
- მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“) – 41 მილიონი
- Роберт Левандовски («Бавария») – 35 млн
- რობერტ ლევანდოვსკი („ბაიერნი“) – 35 მილიონი
- ანდრეს ინიესტა („ვისელ კობე“) – 35 მილიონი
- პოლ პოგბა („მანჩესტერ იუნაიტედი“) – 34 მილიონი
- გარეთ ბეილი („რეალი“) – 32 მილიონი
- ედენ აზარი („რეალი“) – 29 მილიონი





