ხამესი კატარის ჩემპიონატში ითამაშებს

0
67

ხამეს როდრიგესი კარიერას კატარის ჩემპიონატში განაგრძობს.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, 30 წლის კოლუმბიელი „ერ რაიანში“ თამაშს დათანხმდა.

ხამესი კატარში უკვე გაფრინდა და ახალ კლუბთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს.

მან ბოლო 2 სეზონი ინგლისის „ევერტონში“ გაატარა, სადაც ჩატარებულ 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა.