„ჰათაისფორმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, თურქეთის სუპერლიგის მე-5 ტურში შინ „ქაისერისფორი“ მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
სტუმრები მე-8 წუთზე დწინაურდნენ და პირველი ტაიმი მოიგეს. ქართველი გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 6 წუთში საგოლე პასი დიუფს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.
მასპინძლებმა მეორე ბურთი 71-ე წუთზე გაიტანეს და საბოლოო ჯამში 3 ქულა აიღეს.
„ჰათაისფორი“ 10 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.