ლონდონის „არსენალმა“ მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში პირველი თამაში მოიგო.
ლონდონელებმა მე-4 ტურში „ნორვიჩს“ უმასპინძლეს და 1:0 გაიმარჯვეს.
„არსენალიდან“ ერთადერთი გოლი 66-ე წუთზე გაბონელმა თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაიტანა.
სხვათა შორის, „მეთოფეებმა“ არა მხოლოდ პირველი თამაში მოიგეს, არამედ, ამ სეზონში გოლიც პირველად გაიტანეს.
მანამდე, ესპანელი სპეციალისტის მიკელ არტეტას გაწვრთნილმა გუნდმა ზედიზედ 3 თამაში წააგო, 9 გოლი გაუშვა და მეტოქის კარი არ აუღია.





