საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შემდეგ, ავსტრიაში დაბრუნებულმა ლუკა ლოჩოშვილმა „ვოლსფბერგერში“ შეუცვლელად ითამაშა.
ბუნდესლიგის მე-7 ტურში ქართველის გუნდი „ჰარტბერგს“ დაუხვდა და 1:3 წააგო.
23 წლის ლოჩოშვილი, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია მოედანზე პირველიდან ბოლო წუთამდე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში პირველად მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად ესპანეთთან (0:4) წაგებულ შეხვედრაში ითამაშა, ხოლო შემდეგ თავის გამოჩენის შანსი სოფიაში ბულგარეთთან (1:4) სპარინგში მისცეს.
„ვოლფსბერგერს“ 8 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.





