ფუტსალის ნაკრებმა ლიბანს პირველი ამხანაგური მოუგო

0
0

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ლიბანის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი გამართა.
თელავის სპორტის სასახლეში ჩატარებული შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი ნიკოლოზ კურტანიძის პასით ვახტანგ კეკელიამ გაიტანა.
საქართველოსა და ლიბანის ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 7 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება. შეხვედრას თელავის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. მატჩზე დასწრება თავისუფალია.
საქართველო 1:0 ლიბანი