ესპანეთის ლა ლიგის youtube-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა აგვისტოს თვის 5 საუკეთესო მოგერიების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
სასიამოვნოა, რომ პირველ ადგილზე „ვალენსიას“ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მოგერიება გავიდა პირველ ტურში შინ „ხეტაფესთან“ (1:0) მოგებულ შეხვედრაში.
გასულ თვის საუკეთესო მოგერიებათა ხუთეული ასე გამოიყურება:
1.გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“), „ვალენსია“ – „ხეტაფე“
- სტოლე დიმიტრიევსკი („რაიო ვალეკანო“), „რეალ სოსიედადი“– „რაიოვალეკანო“
- ხერონიმო რული („ვილიარეალი“), „ატლეტიკო“ – „ვილიარეალი“
- დავიდ სორია („ხეტაფე“), „ხეტაფე“– „სევილია“
- ხულიენ აგირესაბალა („ატლეტიკი“), „ელჩე“– „ატლეტიკი“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის მეკარე, თავის სადებიუტო სეზონში ლა ლიგაში ზედიზედ 3 მატჩი ჩაატარა.





