რუბენ დიაშის ახალი კონტრაქტი „სიტისთან“

0
70

რუბენ დიაშმა „მანჩესტერ სიტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა მანჩესტერულ კლუბს თავისი მომავალი 2027 წლამდე დაუკავშირა.

„სიტიმ“ დიაში გასული წლის სექტემბრის მიწურულს ლისაბონის „ბენფიკადან“ 50 მილიონ ევროდ იყიდა. 24 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ინგლისური კლუბის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 50 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.

მან „სიტის“ შემადგენლობაში ინგლისის პრემიერ ლიგა და ლიგის თასი მოიგო, ასევე ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მანჩესტერელები ლონდონის „ჩელსისტან“ 0:1 დამარცხდნენ.

ინგლისის ფეხბურთზე მწერალ ჟურნალისთან ასოაციაიმ დიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

ინგლისის პრემიერ ლიგის სპეციალურმა კომიტეტმა პორტუგალიელი სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.

უეფას ვერსიით, დიაში ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების საუკეთესო მცველი გახდა.

„სიტის“ გულშემატკივრებმა პორტუგალიის ნაკრების უკანახაზელი გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნიეს.