პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის მაურისიო პოჩეტინოს განცხადებით, ლიონელ მესი თავის საუკეთესო სათამასო ფორმაში, სანაკრებო მატჩების გამო საკლუბო ჩემპიონატებში გამოწვეული პაუზის შემდეგ იქნება.
მან ამის შესახებ საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში სტუმრად „რეიმსთან“ 2:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც მესიმ 66-ე წუთზე ნეიმარი შეცვალა.
„ლეომ კარგად ითამაშა. ის თავის საუკეთესო სათამაშო ფორმისგან ჯერ შორსაა, მაგრამ კარგად ვარჯიშობს და ტოპ-კონდიციას საერთაშორისო შესვენების შემდეგ აღიდგენს. ჩვენ მისგან ყოველივე საუკეთესოს ველოდებით.
მიხარია, რომ მისი დებიუტი შედგეა. ეს ლეოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მან ბურთთან პირველი შეხებისთანავე გუნდს სულიერი სიმშვიდე შემატა. მისთვის ახალ გუნდში თამაშის გამარჯვებით დაწყება კარგია. სასიამოვნოა მოსასმენია, რომ მას არა მხოლოდ ჩვენი ფანები, არამედ, უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. ეს ისაა, რაც ლეომ დაიმსახურა“ – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.
„ბარსელონას“ ყოფილი კაპიტანი მესი პსჟ-მ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.





