ყაზანის „რუბინმა“ დანიის „მიდტიულანდიდან“ გარემარბი ანდერს დრეიერი შეიძინა.
Ekstrabladet,-ის ინფორმაციით, 23 წლის გერმანიაში სამედიცინო შემოწმებისთვის გაფრინდა, რის შემდეგ რუსულ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.
მის სანაცვლოდ ყაზანელები „მიდტიულანდს“ 7 მილიონ ევროს გადაუხდიან.
დრეიერი „რუბინში“ კვარაცხელიას შემცვლელად მოიაზრება, რომელიც კლუბმა განაცხადიდან ამოიღო და უახლოეს მომავალში მის ტრანსფერს უნდა ველოდოთ.
დრეიერმა დანიის 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ევრო-2021-ზე ითამაშა და ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს გოლი გაუტანა.





