ლევან მაისაშვილი გაჯანსაღების გზას დაადგა

0
40

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი საგრძნობლად უკეთაა. სასიხარულო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა, რომელიც მოგვიანებით საქართველოს რაგბის კავშირში დაადასტურეს – “ბორჯღალოსნების” თავკაცის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
მაისაშვილი ჯერჯერობით იოჰანესბურგის კლინიკაში რჩება, თუმცა ლევანი კონტაქტურია და სტაბილურადაა.