სტივ კლარკი შოტლანდიელთა თავკაცად დატოვეს

0
54

სტივ კლარკი შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დატოვეს.

შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 57 წლის სპეციალისტი „სქოთებს“ ევრო-2024 დასრულებამდე უხელმძღვანელებს.

მას მოქმედი ხელშეკრულება მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ბოლომდე აკავშირებდა.

აღსანიშნავია, რომ კლარკის სამწვრთნელო შტაბი შეიცვალა – მეორე მწვრთნელ სტივენ რიდისა და მეკარეების მწვრთნელ სტივ ვუდსის ნაცვლად, შოტლანდიის ნაკრებში შესაბამისად ოსტინ მაკფია და კრის ვუდსი იმუშავებენ.

კლარკი „სქოთებს“ 2019 წლიდან წვრთნის და გუნდი 25-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა.

გარდა ამისა, ევრო-2020 მსოფლიო 1998 წლის ჩემპიონატის შემდეგ, პირველი დიდი ტურნირი აღმოჩნდა, რომელშიც ბრიტანელებმა იასპარეზეს.

შოტლანდია ევრო-2020-ზე ჯგუფში ინგლისთან, ჩეხეთთან და ხორვატიასთან ერთად გამოდიოდა. კლარკის შეგირდებმა 1 ქულა აიღეს და ბოლო ადგილზე გავიდნენ.