დვალისა და ხარაიშვილის „ფერენცვაროში“ ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშებს

0
48

უნგრეთის „ფერენცვაროში“, სადაც მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, გასული სეზონისგან განსხვავებით ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდა.
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ბუდაპეშტე;ლებმა პირველი მატჩი სტუმრად შვეიცარიის „იანგ ბოიზთან“ 2:3 წააგო, ხოლო საპასუხო შეხვედრაში შინ ანალოგიური ანგარიშით დამარცხდა.
უნგრეთის დედაქალაქში ჩატარებული შეხვედრის მე-4 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. მასპინძლებმა მე-18 და 27-ე წუთებზე მეტოქის კარი ორჯერ აიღეს, რის წყალობით პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს.
შვეიცარიელებმა 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს.  64-ე წუთზე “ფერენცვაროშს” ფეხბურთელი გაუძევეს და მასპინძლებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს.
70-ე წუთზე “იანგ ბოიზმა” პენალტი ვერ გამოიყენა – შვეიცარიელი ფეხბურთელის მიერ დარტყმული ბურთი მასპინძლების მეკარემ მოიგეროა.
სტუმრებმა თამაში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე გატანილი გოლით  მოიგეს.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელ ლაშა დვალს და ხარაიშვილის ტრავმების გამო, პირველი დაპირისპირების მსგავსად არც ამჯერად უთამაშიათ. ისინი მიმდინარე სეზონში ჯერ მოედანზე არ გასულან.
მიუხედავად იმისა, რომ „ფერენცვაროში“ პლეი-ოფიდან გავარდა, ბუდაპეშტელები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებენ.

ლაშა თაბაგარი