პსჟ-მ მადრიდის „რეალს“ კილიან მბაპეს 160 მილიონ ევროდ მიყიდვაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა l’equipe იუწყება.
პსჟ-ში მიაჩნიათ, რომ მბაპეს თაობაზე მოლაპარაკება შესაძლოა 200 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაში დაიწყოს.
სხვათა შორის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება და მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.
ამიტომ, გამორიცხული არაა პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს და თუ მანამდე, ფრანგული გრანდი 22 წლის გაყიდვაზე საერთოდ არ ფიქრობდა, ახლა, მზადაა სარფიანი წინადადება განიხილოს.
მბაპე პსჟ-ში 2017 წელს „მონაკოდან“ გადავიდა და პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 174 მატჩში 133 გოლი გაიტანა.





