უგო ლორისი ლონდონის „ტოტენჰემში“ ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
პრემიერ ლიგის მე-2 ტურში „ტოტენჰემმა“ დელე ალის მიერ მე-10 წუთზე გატანილი პენალტით სტუმრად „ვულვერჰემტპონი“ 1:0 დაამარცხა.
განვლილი შეხვედრა საფრანგეთის ეროვნული ნაკრების 34 წლის მეკარისთვის „ტოტენჰემის“ მაისურით მე-300 აღმოჩნდა. ის ინგლისურ კლუბში 2012-2013 წლების სეზონიდან თამაშობს.
„საუთჰემპტონთან“ შეხვედრაში ჰარი კეინი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა სამხრეთ კორეელი სონის ნაცვლად. ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი 2018 წლის დეკემბრიდან პირველად „ტოტენჰემის“ სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა.
