ინგლისის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ სტუმრად „საუთჰემპტონს“ დაუზავდა – 1:1.
ამრიგად, ოლე გუნარ სოლსკიაერის გუნდმა პრემიერ ლიგაში სტუმრად ზედიზედ 27 თამაში არ წააგო – 17 გამარჯვება და 10 ფრე.
მანჩესტერელებმა ლონდონის „არსენალის“ მიერ 2003 წლის აპრილიდან 2004 წლის სექტემბრის ჩათვლით ნაჩვენები შედეგი გაიმეორეს.
„საუთჰემპტონთან“ დაპირისპირებაში გოლის ავტორ მეისონ გრინვუდს საგოლე პასი პოლ პოგბამ გაუკეთა.
შედეგად, 28 წლის ფრანგი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც სასტარტო ორ ტურში 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მან პირველ ტურში შინ „ლიდსთან“ (5:1) მოგებულ თამაშში თავის ანგარიშზე 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
აქვე გეტყვით, რომ “საუთჰემპტონთან” შეხვედრაში ავტოგოლი მანჩესტერელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფრედმა მიითვალა.
