ბუდუ ზივზივაძემ ამ სეზონში უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში პირველი გოლი გაიტანა.
მე-4 ტურში, „ფეჰერვარი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის შინ „კიშვარდას“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა.
ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა და 44-ე წუთზე ანგარიში გახსნა – თანაგუნდელთან “კედელი” გაითამაშა და მეტოქის საჯარიმოში შესულმა ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა. მასპინძლებმა მეორე გოლი 76-ე წუთზე დარდაის დარტყმის შემდეგ გაიტანეს, ხოლო სტუმრებიდან ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მესანოვიჩმა გამოიჩინა.
ზივზივაძე „ფეჰერვარში“ მეორე სეზონს ატარებს. მან გასულ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 31 მატჩში 9 გოლი მიითვალა, ხოლო თასზე 4-ჯერ ითამაშა და მეტოქეების 3-ჯერ დაამარცხა.
აქვე გეტყვით, რომ “ფენერვარს” 2 ფეხბურთელი გაუძევეს და შეხვედრა 9 კაცით დაასრულა.
„ფეჰერვარი“ 5 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.





