გიორგი აბურჯანიას დებიუტი პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში შედგა.
„ჟილ ვისენტე“, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, მე-3 ტურში „ბენფიკას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ქართველი ფეხბურთელი თამაშში 90-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მატჩის ბედი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო.
თამაშის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 84-ე წუთზე ანგარიში ლუკას ვერისიმომ გახსნა, ხოლო ოთხ წუთში გრიმალდომ მასპინძლების კარი მეორედ აიღო.
„ჟილ ვისენტემ“ ახალ სეზონში პირველი თამაში წააგო და 6 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.





